დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (მუსიკალური საკრავები) არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №194
2009 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (მუსიკალური საკრავები) არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიულ პირებს არსებობის ვადით, თხოვების ფორმით გადაეცეთ მოძრავი ქონება (მუსიკალური საკრავები) დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
არასამეწარმეო № რასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირები ფანდური ჩონგური სალამური დოლი ჭიბონი ჩანგი ჭუნირი ჭიანური დიპლიპიტო დუდუკი დაირა გუდასტვირი 1 „ანსამბლი ლაზი“ თბილისის საბურთალოს რაიონი/3-ვაზისუბნის 12 0 0 2 1 0 0 0 0 2 0 1 1 2 შემოქმედებითი კავშირი „რტ-1“, აღმაშენებლის გამზ. №59 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 3 „კავშირი აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“, რუსთაველის გამზ. №37 1 0 1 2 0 0 0 0 0 0 2 0 4 კავშირი – ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“, მეუნარგიას ქ. 20ა 1 1 0 0 0 1 1 0 0 0 1 0 5 „გერგეთი“, ვაჟა-ფშაველას გამზ. 45 2 2 0 1 1 1 1 0 0 0 0 1 6 „ანსამბლი ჩვენებურები“, არბოს ქ. კორპ.4, ბინა 2 1 1 1 1 1 0 1 1 0 0 0 1 7 „ანსამბლი შემოქმედი“, სიონის ქ. №4 1 2 0 1 1 1 1 0 0 0 0 1 8 შპს „სტუდია საგალობელი“, სიონის ქ. №4 3 3 3 0 0 0 0 0 0 0 0 0 9 ,,თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რუსთაველის გამზ. №6 ანსამბლი „შევარდენი“ 0 0 1 2 0 0 0 0 0 0 0 0 10 ,,თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რუსთაველის გამზ. №6 ანსამბლი „იმედი” 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 11 საქართველოს შემოქმედთა კავშირი „საქართველოს მუსიკალური საზოგადოება“, რუსთაველის გამზ. №22 ანსამბლი „მძლევარი“ 1 1 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 12 ისრაელის რესპუბლიკა, ქ. ბეერშევა, შტაინბერგის ქ. №64, ქორეოგრაფიული ანსამბლი „შალვა“ 1 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 ერთეულის ღირებულება ლარებით 95 200 50 535 300 170 190 190 200 99.98 180 400
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები