დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №193
2009 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში პრივატიზების მიზნით გადასაცემი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი
| № | საწარმოს დასახელება | იურიდიული მისამართი | საწესდებო კაპიტალი (აშშ დოლარი) | სახელმწიფოს წილი (%) | პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრიდან ამონაწერის გაცემის თარიღი |
| 1. | შპს „ვიქტორია“ | ქ. ქობულეთი, 6200, აღმაშენებლის გამზირი №840 | 15 000 | 60 | 17/12/2008 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები