საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
191
11/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 11/03/2009
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №191

2009 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელ სააგენტოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების დასრულებისა და აღნიშნული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გათვალისწინებული ქმედებების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური