დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 2009 წელს განსახორციელებელი საგზაო სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №190
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 2009 წელს განსახორციელებელი საგზაო სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ
მიმდინარე წელს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაგეგმილი მშენებლობის, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების საგზაო სამუშაოების შემჭიდროებულ ვადაში შეუფერხებლად განხორციელებისა და ზაფხულის თვეებში ნავთობის ბიტუმზე მოთხოვნილების მოსალოდნელი ზრდის პირობებში დეფიციტის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს 10 000 (ათი ათასი) ტონა ნავთობის ბიტუმის სახელმწიფო შესყიდვა დაგეგმილი საგზაო სამუშაოების განსახორციელებლად.
2. საგზაო სამუშაოებისათვის აუცილებელი ნავთობის ბიტუმის სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები