დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №189
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს სამგზავრო ავტობუსების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მათ შორის:
– თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიამ შეისყიდოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების შვიდი ავტობუსი;
– მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ღირებულების ორი ავტობუსი;
– დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების ოთხი ავტობუსი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები