დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №218
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადება სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების თაობაზე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მდებარე 59 382 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისა და მასზე განთავსებულ ნაგებობათა ბაზაზე შემდგომში მისი პრივატიზების მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება პირველ პუნქტში აღნიშნული საზოგადოების დაფუძნებისათვის.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები