საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
413
16/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №413

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობა საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრის არბიტრაჟში (ICSID) კომპანია  „TRAMEX“-ის 50% წილის მფლობელი რონი ფუქსის წინააღმდეგ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება მოახდინოს საარბიტრაჟო და უცხოეთის სასამართლო დავებში წარმომადგენლობისათვის გამოყოფილი თანხების აუთვისებელი სახსრებიდან.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელოს საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

4. საერთაშორისო არბიტრაჟებსა და უცხოეთის სასამართლოში წარმომადგენლობის განსახორციელებლად განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოფილი თანხების რაციონალურად ხარჯვის, დროულად გადანაწილების უზრუნველსაყოფად და საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საჭიროებიდან გამომდინარე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განაგრძოს გამოყოფილი სახსრების გადანაწილება სხვადასხვა დავების წარმოებისათვის.

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი