გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
449
22/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 22/08/2007
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №449

2007 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველსაყოფად გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტყეკაფის გამოყოფისა და საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოსათვის საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდ-ში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველ-ყოფის მიზნით და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ზ. ჭეიშვილი) (შემდგომში _ სატყეო დეპარტამენტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს 10 000 (ათი ათასი) მ3 საშეშე მერქნის ტყეკაფის გამოყოფა გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურ-ნეობის ტერიტორიაზე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათი შეუფერხებელი შესრულებისათვის სატყეო დეპარტამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით საშეშე მერქნის კანონიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება დროებით, აღნიშნული ტერიტორიების სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის პროცედურების დასრულებამდე, მიენიჭოს სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს – შიდა ქართლის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი