დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №442
2007 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში და პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ქ. თეთრი წყაროს წყალმომარაგების გაუმჯობესები-სათვის – 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის დამატებითი წყალმომარაგებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი; შიდა ქსელის მოსაწესრიგებლად – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები