„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
441
21/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
000000000.00(0).000.000000
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №441

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ

1. ,,ჰიდროელექტროსადგურ „ხრამი–2“-ის რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებათა განსახორციელებლად „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის გაშვება-გაწყობითი დარჩენილი და დამატებით გამოვლენილი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 1 550 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი და სსიპ – ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება ზემოაღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად;

ბ) სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                  ზ. ნოღაიდელი