საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
440
21/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №440

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ენერგეტიკული სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურ­სების ეფე­ქტიანად ათვისების მიზნით მდინარეების: მტკვრის, რიონის და ცხენისწყლის ჰიდროენერგეტკიული პოტენციალის შესასწავლად:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური):

ა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახე“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შესრულების მიზნით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინსტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი