ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
439
21/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
000000000.00(0).000.000000
ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №439

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ

1. ზემო აფხაზეთში ედექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჰიდროელექტრო­სადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 2 630 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი და უზრუნველყოს ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სათანადო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ჰიდროელექტროსადგურის უმოკლეს ვადაში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                           ზ. ნოღაიდელ