„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016149
3
30/01/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
010250020.35.104.016149
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2014 წლის 30 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, 04/01/2012; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს  საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან და  წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი   აქტების პროექტების მომზადებას;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  51 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პასუხისმგებელია   საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე და ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში დადგენილი წესით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია