ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

  • Word
ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
423
16/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
000000000.00(0).000.000000
ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 423

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცეს PAღKFIELD INVEშთMENთ LIMIთED-ს (შემდგომში – მმართველი კომპანია) 99 წლის ვადით.

2. შპს საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მმართველი კომპანიისათვის მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:

ა) მმართველმა კომპანიამ მართვის პერიოდის პირველი 10 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია;

ბ) მმართველმა კომპანიამ 2008 წლის 31 დეკემბრამდე არ უნდა გაზარდოს არსებული ტარიფები სამგზავრო გადაზიდვებზე;

გ) მმართველმა კომპანიამ შპს საქართველოს რკინიგზის მომსახურების ყველა არსებული საფასურის გაზრდა უნდა შეათანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან; შეთანხმება არ არის საჭირო, თუ საფასური გაზრდილ იქნა წლიური ინფლაციის საპროცენტო მაჩვენებლის ოდენობის ფარგლებში, და როდესაც ეს გამოწვეულია საწარმოს მიმდინარე ხარჯების ზრდის საფუძველზე;

დ) მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს დააწესოს დისკრიმინაციული ტარიფები;

ე) მმართველმა კომპანიამ მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების შესახებ ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

3. მმართველი კომპანია შპს საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პრემიერ-მინისტრი                                         ზ. ნოღაიდელი