შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე

  • Word
შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
422
16/08/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
000000000.00(0).000.000000
შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №422

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ქ. თბი­ლისის მთავრობის წინადადება „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევ­ჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №01/15/05/47/006) მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ შემდეგი პირობებით:

ა) თბილისის №1 საჯარო სკოლისათვის აშენდეს და კე­თილ­მოეწყოს სულ ცოტა 500 კვ. მ ფართობის სპორტული დარ­ბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით;

ბ) დაკმაყოფილდნენ თაბუკაშვილის ქ. №50-ში მცხოვ­რებნი იმავე ფართობითა და პირობებით;

გ) მიწის ქვეშ მოეწყოს საზოგადოებრივი ფასიანი ავტოსადგომი, რომლის ერთი სართული იჯარის უფლებით გადაე­ცეს საქართველოს პარლამენტს.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №01/15/05/47/006) მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე”.

3. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს და ეთხოვოს მას მიიღოს სათანადო გადა­წყვეტილება ამ გან­კარგულების პირველ პუნქტში მითითებული პირობებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ზ. ნოღაიდელი