დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №178
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დანართის აბზაცი „ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
სსიპ – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო“ ;
ბ) დანართის აბზაციდან „ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ ამოღებულ იქნეს „ საქართველოს პროკურატურა“ ;
გ) დანართს აბზაცის „ საქართველოს კონტროლის პალატის“ შემდეგ დაემატოს აბზაცი:
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი
სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური“ ;
დ) დანართის აბზაცის სათაური „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ობიექტები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ობიექტები“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები