დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის №287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №177
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის №287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის8 ივნისის №287 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
| უჩა გელაშვილი | - | საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე |
| ზურაბ გუნცაძე | - | ფონდ „ALPE“-ს დირექტორი |
| ზაზა თავაძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ზაზა ლორთქიფანიძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| სოფიო ოხანაშვილი | - | სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ კორესპონდენტი |
| სულხან სისაური | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| კახაბერ უშიკიშვილი | - | საქართველოს კონტროლის პალატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსი.“. |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები