დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქალაქი თბილისისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №165
2009 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქი თბილისისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიეცეთ სესხის აღების ნებართვა თვითმმართველ ქალაქ თბილისს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს 246 000 (ორას ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების შესაძენად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები