საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
507
30/05/2013
გამოუქვეყნებელი, 30/05/2013
000000000.00(0).00.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №507

2013 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის  გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი  საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ68+600 კმ69+600 მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი ) ლარი.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                                                  ბ . ივანიშვილი