„მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
162
03/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
000000000.00(0).000.000000
„მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №162

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით (ამონიუმის გვარჯილა) უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარი;

ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს სათანადო ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში;

გ) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას უზრუნველყოს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება“ _ პროგრამისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა (ორგანიზაციული კოდი: 37 01 18) 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარით შემცირება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური