ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
127
29/01/2013
გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
000000000.00(0).000.000000
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 127

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეთანხმებულ იქნეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირების ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფა­სო ფონ­დები ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისად.

2. №1 დანართით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირებს უფლება მიეცეთ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ:

ა) №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტის გაზრდა დო­ნორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში;

ბ) №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტის გაზრდა­/ცვლილება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში;

გ)  შეთანხმებული ბიუჯეტის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება, თუ აღნიშნული ცვლილებები ჯამურად არ აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს, ხოლო თუ ცვლილებები აღემატება შე­თანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ცვლილება შესაძლებელია განხორცი­ელ­დეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

დ) საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის 5%-ზე მეტით ზრდას;

ე) შტატით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის თანამდე­ბობ­რივი სარგოს ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის გაზრდას, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს თანხმობით.

3. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია №1 დანართით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტების, საშ­ტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების ნებისმიერი ცვლილება, გარ­და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი

 

 

დანართი №1

1. სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საა­გენტო;

2. სსიპ – შემოსავლების სამსახური;

3. სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

4. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

5. სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

6. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

7. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

8. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

9. სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდი;

10. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

11. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

12. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

13. სსიპ – იუსტიციის სახლი;

14. სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივი;

15. სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპი­ტალი;

16. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

17. სსიპ – 112;

18. სსიპ -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

19. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;

20. სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო;

21. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;

22. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო;

23. სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

24. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

 

*. ქვეყნდება დანართების გარეშე