დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 27/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №497
2013 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, ,,საქართველოს 20 13 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 320402) გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს :
ა) 411 ცალი ფერადი ქსელური ვიდეოკამერის სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) 86 ცალი ქსელური ვიდეოჩამწერის სახელმწიფო შესყიდვა;
გ) 85 ცალი ქსელური კომუტატორის სახელმწიფო შესყიდვა;
დ) ამ განკარგულების ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებში მითითებული აპარატურის თანამდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ე) 18 ცალი სისტემური ბლოკის სახელმწიფო შესყიდვა;
ვ) 18 ცალი მონიტორის სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) 18 ცალი გადამყვანის სახელმწიფო შესყიდვა;
თ)18 ცალი კვების წყაროს სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები