დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 144
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ - გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „საქართველოს 20 13 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 04 02).
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები