წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
141
07/02/2013
გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
000000000.00(0).000.000000
წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 141

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ  „ასოციაცია  ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის,   „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, შესაბამისად,  საჩხერის სატყეო უბნის კორბოულის  სატყეოში (კვარტალი 8б ლიტერი 9 ლიცენზია 00447-ით განსაზღვრულ 10000,00 კვ.მ ფართობზე (ს/კ N#35.10.46.051) საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ა(ა)იპ „ასოციაცია ატუს“ მიეცეს უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს აღნიშნულ ფართობზე არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარე (74 ერთეული წაბლი - Castanea sativa) .

ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“:

ა) ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების  სანაცვლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.

პრემიერ-მინისტრი                   ბ. ივანიშვილი