დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №158
2009 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
ქ. ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ქ. ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები