დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №560 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 140
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №560 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №560 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის - ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში ‑ სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბაღდათისა და ზესტაფონი-ხარაგაულის სატყეო უბნებში 1943 კვ.მ მიწის ფართობებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 49 წლამდე ვადით მიენიჭოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (შემდგომში - ტყითმოსარგებლე).“.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები