დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №416
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კომისიის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი
სერგო კაკუშაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი კურტანიძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
არჩილ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ენვერ ჩიჩუა – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
შუქრი აბრამიძეს – საქართველოს ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს
გია არაბიძეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს
ვაჟა გოგინაშვილს – ბიოფიზიკოსს
გივი მაისურაძეს – საქართველოს განათლების სამინისტროს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, წამყვან კონსულტანტს
პაატა რეკვავას – საქართველოს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორს
თამაზ ჭელიძეს – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები