ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
137
07/02/2013
გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
000000000.00(0).000.000000
ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 137

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის“ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2013 წლის თებერვლის თვეში ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების (საჰაერო ხომალდის დაშვება და სტარტი, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება) ანაზღაურება „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი - 35 01 01).

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი