2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
130
29/01/2013
გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
000000000.00(0).000.000000
2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 130

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ წინადადება საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ნოემბრის 1939 განკარგულება „2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების პირობებად განისაზღვროს:

ა) ბახვი 3 ჰესის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში მიღების ვადა - 2013 წლის 1 სექტემბერი;

ბ) კომპანიის მიერ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა - 1 666 000 აშშ დოლარი;

გ) 2012 წლის სექტემბერში მომხდარი შემთხვევით (მეწყერი) გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია;

დ) ბახვი 3 ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

პრემიერ-მინისტრ               ბ . ივანიშვილი