დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 414 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 31/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №414
2006 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების – ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის”, „ვარციხე-2005”-ის, ,,კომუნის”, ,,კასპის რაიონის წყალკანალის”, „ბათუმის აეროპორტის”, სააქციო საზოგადოებების – „საქნავთობის”, „ხაშურის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მიმართ რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტურქტურიზაციის პირობე-ბი განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით, დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები