დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 126
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმება შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) შორის გაფორმებულ „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ 2011 წლის 29 სექტემბრის №136 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ხელშეკრულება მოწონებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1875 განკარგულებით).
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები