დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 124
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23- ე მუხლის მე- 7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ დაშვებულ იქნეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისი და მიეცეთ თანხმობა, რომ 2013 წელს:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრა ლურ აპარატში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით;
ბ) სსიპ - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 140 ერთეულით;
გ) სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 110 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები