დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 123
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
1. „ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 18 იანვარი, № 206-რს) მე‑2 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ლაშა ნაცვლიშვილი – საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე
შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ირაკლი ნადირაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
თეიმურაზ ჯანაშია – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი .
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
პავლე კუბლაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ირინე იმერლიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ანზორ ჩუბინიძეს – საქართველოს პრემიერ‑მინისტრის პირადი დაცვის უფროსს
კახა ჯაფარიძეს – ექსპერტს
ნუკრი ლოლაძეს – ექსპერტს .
3 . კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის ხელშეწყობისა და მატერიალურ‑ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში:
ა) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების შეტანის მიზნით;
ბ) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სარგებლობაში არსებული, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურისათვის გადაცემის თაობაზე და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
გ) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, სამსახურისათვის გადაცემის თაობაზე;
დ) მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო, კავშირგაბმულობის სპეციალური , სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებების თაობაზე;
ე) უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის წესით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები