შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
122
29/01/2013
გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
000000000.00(0).000.000000
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 122

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვე­პროგრამით (პროგრამული კოდი 37 01 05) გამოყოფილი ასიგნებებიდან:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნი­ლი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის” (შემდგომში - კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად უზრუნ­ველყოს  53 300 000 (ორმოცდაცამეტი მილიონ სამასი ათასი) ლარის  კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციის  დასაფინანსებლად  და  სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენის  მიზნით;

ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ექსპლუატაცი­ის ხარჯების და კომპანიის სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, უზრუნველყოს კომპანიის ანგარიშზე 8 100 000 (რვა მილიონ ასი ათასი) ლარის გადარიცხვა.

 2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახ­ლეობის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად კომპანიას მიეცეს უფლე­ბა, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდა სამეურნეო ქსე­ლების, ასევე სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არ­ხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამე­ურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეა­ბილიტაციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.

3. ამ განკარგულებით კომპანიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო­ებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სამელიორაციო ინფრას­ტრუქტურის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-საექსპერტო მომ­სახურეობის შესყიდვა კომპანიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                         ბ . ივანიშვილი