დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №406
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ქუთაისი- ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაცია შპს „საქართველოს რკინიგზის” მიერ ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
ა) სსიპ _ საწარმოთა მართვის სააგენტომ და შპს „საქართველოს რკინიგზამ” კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშების მიხედვით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება ტყიბულის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთის აღსადგე-ნად და ქვანახშირის გადაზიდვის ხელშესაწყობად;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები