„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას,ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას,ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016191
239
29/01/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
010250020.35.123.016191
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას,ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

 თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №239

2014 წლის 29 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 08.09.2011. 010250020.35.123.016075/ შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
ვ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას და მოქმედების ვადას;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საწყის სააუქციონო ფასს;
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად'.
2. დადგენილების მე-4 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილების შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე