საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
423
06/09/2006
გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 423

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა  გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის 22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან გამოიყოს 113 200 (ას ცამეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 19 600 (ცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 36 600 (ოცდათექვსმეტი ათას ექვსასი) ლარი;

3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 27 400 (ოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი;

4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარი;

5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი;

6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ ვეტერანთა საქმეების დეპარტა­მენტს გამოეყოს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარი;

7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამო­ეყოს 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი;

 8 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულა­დი პრემიის გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

 9 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

 10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

 11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ზ. ნოღაიდელი

 

* დანართები არ ქვეყნდება