დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 29/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.123.016192 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 03.11.2010. 010260020.35.123.016004/ შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი სააუქციონო ფასი გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთ კალენდარულ წელზე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე განისაზღვრება 60 /სამოცი/ ლარის ოდენობით. ამასთანავე, თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა 5 კალენდარულ წელზე მეტი ვადით, აუქციონის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, ყოველი 5 კალენდარული წლის შემდეგ უნდა გაიზარდოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ინდექსის რთული წლიური ზრდის მაჩვენებლის 5 წლის ჯამური ოდენობის შესაბამისად". |
2.
დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონს ატარებს: |
ა)
საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია; |
ბ)
ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე გამოქვეყნებული და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის წესებისა და პირობების შესაბამისად".
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები