დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №8 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 115
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს , მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №8 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №8 განკარგუ ლე ბაში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) ამ განკარგულების პირველი პუნ ქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისას გათავისუფლდნენ ხელშე კ რუ ლების უზრუნველყოფის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიების წარდგენისაგან.“ .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები