დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 111
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 37 01 04) გამოყოფილი ასიგნებებიდან, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, რომლებზედაც მოწყობილია სარწყავი სისტემები და სხვა ინფრასტუქტურა, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების მოყვანის, სასათბურე მეურნეობის მოწყობის, მექანიზაციის სერვისცენტრების მშენებლობის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირების ხელშეწყობის, საჩითილე მეურნეობის განვითარების, სათესლე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოს რეაბილიტაციის, ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის და სანერგე მეურნეობების განვითარების, სათე სლე ხორბლის საცდელი მეურნეობის მოწყობის ღონისძიებების დაფინანსებისათვის 12 370 000 (თორმეტი მილიონ სამას სამოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები