დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 110
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ ‑ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვაო ადმინისტრაციის ბაზაზე შექმნილ LRIT-ის (გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და კვალის დადგენის სისტემა) ეროვნულ მონაცემთა ცენტრთან მიერთებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ- მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები