დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 109
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ ‑ სასწავლო უნივერსიტეტმა – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, აკადემიის ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შეძენასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, აკადემიის საკუთარი შემოსავლებიდან.
პრემიერ- მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები