დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2013 წელს ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის იუსტიციის სახლების შენობების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, გეოლოგიური კვლევის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურებისა და ქ. თბილისის იუსტიციის სახლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 17/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №467
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
2013 წელს ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის იუსტიციის სახლების შენობების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, გეოლოგიური კვლევის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურებისა და ქ. თბილისის იუსტიციის სახლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის , სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) 2013 წელს ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის იუსტიციის სახლების შენობების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, გეოლოგიური კვლევის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურებისა და ქ. თბილისის იუსტიციის სახლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ)ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება კოორდინირებულად უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები