დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 17/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №466
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების №№1-59 დანართებით გათვალისწინებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს ჯამში 49 993 821(ორმოცდაცხრა მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცამეტი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი.
2. განკარგულების №№1-59 დანართებით გათვალისწინებულმა ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა, დანართებში მითითებული მიზნობრიობის დაცვით, უზრუნველყონ გამოყოფილი თანხების წარმართვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა №№1-59 დანართებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები