„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
569
17/06/2013
გამოუქვეყნებელი, 17/06/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №569

2013 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 72 458 405 (სამოცდათორმეტი მილიონ ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას ხუთი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.10, 1.12, 1.20, 1.26, 1.27, 1.29, 1.36, 1.39 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 977 920 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

  „1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 025 880 (სამი მილიონ ოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

  „1.20 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 931 270 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათერთმეტი ათას ორას სამოცდაათი) ლარი დანართი №N20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.26 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 214 130 (ორი მილიონ ორას თოთხმეტი ათას ას ოცდაათი) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

  „1.27 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 151 530 (ერთი მილიონ ას ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.29 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 919 400 (ცხრაას ცხრამეტი ათას ოთხასი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 919 100 (ცხრაას ცხრამეტი ათას ასი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

 „1.39 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 192 400 (ორი მილიონ ას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულების 10, 12, 20, 26, 27, 29, 36, 39, დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                     ბიძინა ივანიშვილი