საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
462
17/05/2013
გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №462

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადასცეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში არაუმეტეს 5 წლის ვადით (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონება. სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური თანხა განსაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის 898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის 168 განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.

პრემიერ-მინისტრი                                                           ბ . ივანიშვილი