დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N12/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02/01-03 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.062.016046 |
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
ბრძანება №02/01-03
2014 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 19.07.2013წ., 010320040.33.062.016031) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 1. გამოყენების სფერო
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), (შემდგომში - წარმომადგენლობა) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და ვრცელდება წარმომადგენლობის მოხელეებზე, წარმომადგენლობაში თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, ასევე განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს.’’.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. კუჭუხიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები