საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
104
29/01/2013
გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 104

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1.„საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 ‑ე მუხლის მე‑7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს  შინაგან  საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა 23‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე, კერძოდ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 700 ერთეულით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 135 ერთეულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური  მოცულობა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს – 32%‑ით;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 67 ერთეულით;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 6 ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ‑მინისტრი                               ბ . ივანიშვილი