საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 22/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
103
22/01/2013
გამოუქვეყნებელი, 22/01/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 103

2013 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 აპრილის №4485- Iს დადგე­ნილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვი­თა­რე­ბის ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ,,დაფინან­სების ჩარჩოხელშეკრულების” (გეო: ურბანული სამსახურების გაუმჯო­ბე­სების საინვესტიციო პროგრამა” (,,საინვესტიციო პროგ­რამა”)), საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის №4730- Iს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული ,,სასეს­ხო ხელშეკრულების” (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახუ­რების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარა­გების კომპანიას” (შემდგომში – კომპანია) შორის 2011 წლის 30 ივნისს გა­ფორ­მ­ებული ,,ქვესასესხო ხელშეკრულების” ,,ურბანული მომსახუ­რების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1” და საქარ­თვე­ლოს პარლამენტის 2011 წლის 9 დეკემბრის №5455- IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ,,სასესხო ხელშეკრულების” (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროსა და კომპანიას შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ,,ქვესასესხო ხელშეკრულების” ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2” შესაბამისად:

1. სამინისტრომ ,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ,,წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია” პროგრამის (პროგრამული კოდი 25 04) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის № 54 9 ბრძანებით დამტკიცებული ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (აზიის განვითარების ბანკი)ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების ,,საბიუჯეტო სახსრები” ეტაპობრივად გადაურიცხოს კომპანიას, კომპანიის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

2. სამინისტრომ კომპანიისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,საბიუჯეტო სახსრების” გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან ,,თანხების გადარიცხვის შესახებ” ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

3. კომპანიას უფლება აქვს მიღებული თანხებით განახორციელოს ხარჯები, რომელთა ანაზღაურება განხორციელდება რეტროაქტიული წესით.

4. სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,საბიუჯეტო სახსრების” კომპანიის კაპიტალში შეტანა.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ -მინისტრი                             ბ . ივანიშვილი