„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
96
21/01/2013
გამოუქვეყნებელი, 21/01/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 96

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1183 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდმა 2012-201 3 წლებში უზრუნველყოს:“;

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს  2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით  (პროგრამული კოდი  25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან , ხოლო 2013 წელს - „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ,,რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 ) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ‑მინისტრი                       ბ . ივანიშვილი